მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა ფოთში №3 საჯარო სკოლაში ჩაატარა ტრენინგ კურსი - ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში, ტრენინგში მონაწილეობა მიიღო ფოთის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა
ტრენინგში მონაწილეობას ღებულობდა საგნობრივი კათედრიდან თითო მასწავლებელი, ჯგუფის დაკომპლექტებაში დამარება გაგვიწია ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა, ტრენინგის ჩატარებას ხელი შეუწყო სკოლის დირექციამ მასწავლებლებმა წარმოადგინეს საინტერესო პრეზენტაციები, შექმნეს პერსონალური ელ-პორტფოლიო, პირადი ბლოგი, სადაც სასწავლო პროექტია განთავსებული, გთავაზობთ მასწავლებლების მიერ შექმნილ საინტერესო პროექტებს.



ისტ-ის როლი და მიზნები სასწავლო პროცესში
----------------------------------------

ფრაგმენტი - ეროვნული სასწავლო გეგმიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისთვის 2008-2009 სასწავლო წელი.

ჩვენ ყოველდღიურად მოვიხმართ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს: ვსარგებლობთ მობილური ტელეფონით, ვუკავშირდებით ერთმანეთს ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მოვიძიებთ ინფორმაციას ინტერნეტში, ვახდენთ ინფორმაციის სხვებთან გაცვლასა და გაზიარებას. ჩვენი ყოველდღიური თუ პროფესიული საქმიანობა სულ უფრო მეტად მოითხოვს ისტ-ის ცოდნასა და სისტემატურ გამოყენებას, ციფრულ-ტექნოლოგიურ განათლებას. ეს უკანასკნელი შეიძლება განსზაღვრულ იქნას, როგორც ციფრული ტექნოლოგიების, საკომუნიკაციო საშუალებების და/ან ქსელების ეთიკურად, პასუხისმგებლობით გამოყენების უნარი სასურველი ინფორმაციის მოპოვების, შენახვის, ერთმანეთთან დაკავშირების, შეფასების, ანალიზის, ახლის შექმნისა და შემდგომი გადაცემის შესაძლებლობისთვის - იმ მიზნით, რომ ვიმოქმედოთ, ჩვენი ფუნქცია შევასრულოთ თანამედროვე საზოგადოებაში.
შესაბამისად, ისტ-ის ინტეგირებული კურსი ემსახურება ეთიკური, ინფორმირებული, კანონ-მორჩილი და ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანად გამოყენების უნარის მქონე პიროვნების აღზრდას. პიროვნებისა, რომელიც შეძლებს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებას, მართვას, მის დამუშავებას, შეფასებას, ანალიზს და მასზე დაყრდნობით გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას - იმ მიზნით, რომ გააცნობიეროს თავისი პასუხისმგებლობა ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ; თავად შექმნას ღირებულებები და საკუთარი წვლილი შეიტანოს საზოგადოებაში.

როგორც სათაურიდან ჩანს, ისტ-ის სწავლება არ მოიაზრება სასწავლო დისციპლინებიდან დამოუკიდებლად, მათი კონტექსტისგან განცალკევებით. ისტ-ის სასწვლო გეგმის რეალიზება უნდა მოხდეს ყოველ ცალკეულ სასწავლო დისციპლინაში. ამ ინსტრუმენტით შესაძლებელია ძირითადი სასწავლო დისციპლინების ერთმანეთთან ეფექტური ინტეგრაცია.